მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.

 

კანის გაახალგაზრდავება (რემოდელირება)

ერთგვაროვანი, ნათელი და გლუვი ტექსტურა ახალგაზრდული კანის დამახასიათებელი თვისებებია. დროთა განმავლობაში, ასაკის მატება და მზის ზემოქმედება კანს ნაოჭებს, წვრილ ხაზებს, მზის ლაქებს და არათანაბარ კანის ტონს უტოვებს, ამასთანავე კანს ელასტიურობა ეკარგება.

 

ALMA-ს ინოვაციური ლაზერული ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ სიბერის ნიშნების ეფექტურ აღმოფხვრას. აღნიშნული პროცედურების მეშვეობით კანი ხდება მეტად გლუვი, ჯანმრთელი და იძენს ახალგაზრდულ შესახედაობას.

,,Lunch Time” პროცედურები ტარდება ნებისმიერი ტიპის კანზე, არის უმტკივნეულო, არ საჭიროებს ანესთეზიას და რაც მთავარია მანიპულაციის შემდეგ პაციენტები მომენტალურად უბრუნდებიან ჩვეული ცხოვრების რიტმს.

რა არის კანის გაახალგაზრდავება?

ბაზარზე არსებული ყველა სხვა პროცედურა დაფუძნებულია თერმულ მოქმედებაზე, რის შედეგადაც ხდება კოლაგენის განახლების სტიმულაცია. აღნიშნულ მეთოდებს ხშირ შემთხვევაში თან ახლავს უამრავი გვერდითი ეფექტი, ტკივილი და უარეს შემთხვევაში ქსოვილის ნეკროზი. ALMA-ს დაპატენტებული, ინოვაციური ტექნოლოგიები ახდენენ ენერგიის ფოკუსირებას ეპიდერმისის ქვეშ, შედეგად კონტროლირებადი ენერგია მოქმედებს დერმაში, სამიზნე ქსოვილებზე - ელასტინსა და კოლაგენზე. დერმაში, მოშუშების პროცესთან ერთად ხდება ახალი ჯანმრთელი და ელასტიური კოლაგენის ზრდის სტიმულაცია, რის შედეგადაც კანი იძენს ახალგაზრდულ შესახედაობას.

კლინიკური სურათები

შესაბამისი დანადგარები

ALMA Q

Legato II

Harmony XL Pro

Accent Prime

გსურთ დაიწყოთ ბიზნესი
ესთეტიკის სფეროში 0,00 ინვესტიციით?
ჩვენი ექსპერტები ყველა კითხვაზე გიპასუხებენ