მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.

 

ცელულიტი

რა არის ცელულიტი?

ცელულიტი მრავალი ქალისთვის ნაცნობი მდგომარეობაა. ამ დროს კანი უსწორმასწორო ხდება, უჩნდება ბორცვები და ჩაღრმავებები. ამის გამო ცელულიტს „ფორთოხლის კანის ეფექტსაც“ უწოდებენ. მედიცინის თვალთახედვით, ცელულიტი კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილებაა, რომელიც მიკროცირკულაციისა და ლიმფის დინების დარღვევას იწვევს. სპეციალისტები ტერმინ “ცელულიტს” იშვიათად იყენებენ და ამ მოვლენას „ლიპოდისტროფიას“ ან „ლიპოსკლეროზს“ უწოდებენ. ცელულიტი, ჩვეულებრივ, გოგონებს ემართებათ 20-დან 25 წლამდე, ხშირად - ორსულობის დროს ან მის შემდეგ

 

მიზეზები

მრავალი ექიმი ცელულიტს დაავადებად არ განიხილავს - მას ქალის კანქვეშა ცხიმოვანი შრის დამახასიათებელ ასაკობრივ მდგომარეობად მიიჩნევს, თუმცა ზოგთან ცელულიტი ძალზე იოლი ფორმით ვლინდება, ზოგთან კი - გაცილებით მძიმედ.

ინოვაციური Accent ტექნოლოგია

ALMA Accent იყენებს RF ენერგიის და მექანიკური მასაჟის კომბინაციას, რათა გაზარდოს ცხიმოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმი, შეამციროს ცხიმის უჯრედის მოცულობა მისი სტიმულაციის საშუალებით და გახადოს კანის ტექსტურა გლუვი.

Accent Prime Banner

უპირატესობები:

სელექტიური / ფოკუსირებული თერაპია: Accent ტექნოლოგია არის ერთადერთი ბაზარზე, რომელიც ახორციელებს სელექტიურ მოქმედებას ცხიმოვან ქსოვილებზე, სიღრმის კონტროლის ინოვაციური ტექნოლოგიით. თქვენ მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს გარემომცველი ქსოვილების დაზიანების გარეშე. პროცედურა არის მეტად კომფორტული, უმტკივნეულო და უსაფრთხო.

უსაფრთხო მანიპულაცია: Accent პროცედურა საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ ყველანაირი სახის კანზე (I-VI), მათ შორის თხელ და დელიკატურ კანის უბნებში, როგორიცაა სახის, კისრის და დეკოლტის ზონები.

კომბინირებული ტექნოლოგიები: კომბინირებული ტექნოლოგიებისა და მკურნალობის სხვადასხვა ოფციების საშუალებით, უფრო სწრაფი და ხანგრძლივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი.

კომფორტული მანიპულაცია: სითბოს ეტაპობრივი გადაცემა და ინტეგრირებული გაგრილების სისტემა მეტად კომფორტულს ხდის პროცედურას.

რეაბილიტაციის პერიოდის არ არსებობა: Accent პროცედურის შემდგომ პაციენტები მომენტალურად უბრუნდებიან ჩვეული ცხოვრების რიტმს.


ცელულიტის მკურნალობა არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას

ლიპოსაქციის პროცედურისაგან განსხვავებით, ინოვაციური Accent ტექნოლოგია გთავაზობთ არა ინვაზიურ მანიპულაციას. არა ქირურგიული ჩარევა სწორედ ის პროცედურაა, რასაც დღევანდელ დღეს, ითხოვენ პაციენტები კანის შესახედაობის გასაუმჯობესებლად. ინოვაციური Accent ტექნოლოგია იყენებს კომბინირებული თერაპიის მეთოდს, 2 მძლავრი და ინოვაციური ტექნოლოგიის (ექსკლუზირუი ულტრაბგერითი და რადიოტალღური ტექნოლოგები) გახლავთ კლინიკურად და მეცნიერულად დამტკიცებული ცელულიტის ეფექტურად სამკურნალოდ.

ბუნიკები, რომლებიც გამოიყენება ცელულიტის სამკურნალოდ

UniBody: აერთიანებს მაღალი ენერგიის UniPolar RF ტექნოლოგიას და მექანიკურ სამასაჟე თავაკს, რათა კანს მიეწოდოს ღრმა სითბური ენერგია, ამასთანავე გაზარდოს მეტაბოლიზმი კანქვეშა ქსოვილებში, და გააუმჯობესოს ცელულიტის იერსახე.

UniLarge: მოიხმარს Unipolar RF ენერგიას, რათა დააჩქაროს ცხიმოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმი, და გახადოს კანი საგძნობლად გლუვი.


კლინიკური სურათები

შესაბამისი დანადგარები

Beauty SpaDeep

Accent Prime

გსურთ დაიწყოთ ბიზნესი
ესთეტიკის სფეროში 0,00 ინვესტიციით?
ჩვენი ექსპერტები ყველა კითხვაზე გიპასუხებენ