მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.

 

ეპილაცია

ლაზერული ეპილაციის აპარატები მსოფლიო ბაზარზე არსებობს 1997 წლიდან და იყოფა სხვადასხვა ტიპებად - რუბი ლაზერი (თითქმის აღარ გამოიყენება), ალექსანდრიტის ლაზერი, დიოდის ლაზერი, ნეოდიუმის ლაზერი. ბოლო წლების განმავლობაში ლაზერული ეპილაცია წარმოადგენს მსოფლიო დერმატო-კოსმეტოლოგიის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად მანიპულაციას.

ლაზერული ეპილაცია, ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ხორციელდება ორგანიზმიდან თმის მოშორება გრძელ-იმპულსოვანი ლაზერის მიერ და ამასთან ერთად თმის შესაბამისი ანატომიური წარმონაქმნების დაზიანება იმ ეტაპამდე სანამ ისინი ბოლომდე არ შეწყვეტენ თმის წარმოქმნას. სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებისას, ხდება თმის შესაბამისი ანატომიური წარმონაქმნის თერმული დაზიანება, რაც შემდგომში ხელს უშლის თმის ხელახალ ზრდას.  ლაზერული ეპილაციის პროცედურა აუცილებელია ჩატარდეს გაპარსული კანის ზედაპირზე. მექანიზმი დაფუძნებულია შემდეგზე - თმის ფოლიკულაზე გადაცემული ენერგია (სითბო) აფერხებს თმის ხელახალ ზრდას. თმის ზრდა დაყოფილია სტადიებად (4 სტადია). ვინაიდან სტადიების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო სამუშაო არეალზე ყოველი თმის ღერი შესაძლოა სხვადასხვა ზრდის სტადიაში იმყოფებოდეს, ამიტომ სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია, კონკრეტულ ზონაზე ლაზერული ეპილაციის 6-8 პროცედურის ჩატარება (4-6 კვირის ინტერვალით).

არასასურველი თმის გრძელვადიანი ეფექტით მოცილება წლების მანძილზე გამოწვევად მიიჩნეოდა. ALMA-ს უახლესი მეთოდებით, სხეულის ნებისმიერ ზონაზე, ნებისმიერი ტიპის თმასა და კანზე მაქსიმალური შედეგის მიღწევაა შესაძლებელი.

 

SHRTM (Super Hair Removal) ეს არის მსოფლიო ბრენდ ALMA-ს ექსკლუზიური, დაპატენტებული ტექნოლოგია. აღნიშნული მეთოდი ფართოდ ცნობილია ბაზარზე, როგორც ყველაზე სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო ლაზერული ეპილაციის მეთოდი.

მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია კანქვეშ სითბოს თანდათანობით გადაცემაზე, იმ დონემდე სანამ ტემპერატურა ეფექტურად არ დააზიანებს თმის ფოლიკულას და ხელს შეუშლის მის ხელახალ ზრდას. ამასთან ერთად, აღნიშნული მეთოდი არის ერთადერთი გამოსავალი გარემომცველი ქსოვილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. მოკლე იმპულსების მაღალი სიხშირით გამოტყორცნა, უზრუნველყოფს სხივის მაღალ შეღწევადობას კანქვეშ, მაღალი საშუალო სიმძლავრის მიღებას და სითბოს ყველაზე ეფექტურ აკუმულირებას კანქვეშ.

ALMA-ს რევოლუციურ სამუშაო პროტოკოლს წარმოადგენს In-MotionTM. ეს მეთოდი გულისხმობს აპლიკატორის მუდმივ მოძრაობას სამუშაო არეალზე და მაღალი ენერგიის არა ერთბაშად გამოტყორცნას, არამედ მის ეტაპობრივ, ჰომოგენურ და ეფექტურ აკუმულირებას კონკრეტულ ფართობზე. ამასთან ერთად კანის გაგრილება ხორციელდება ყველაზე ეფექტური ICETM კონტაქტური მეთოდით (-5 გრადუსამდე). ეს თავიდან აგაცილებთ ზედაპირული დამწვრობის რისკს და უზრუნველყოფს უმტკივნეულო, კომფორტული და ეფექტური პროცედურის ჩატარებას.

 

 

კლინიკური სურათები

შესაბამისი დანადგარები

ARION

Harmony XL Pro

Soprano Platinum

Soprano Titanium

გსურთ დაიწყოთ ბიზნესი
ესთეტიკის სფეროში 0,00 ინვესტიციით?
ჩვენი ექსპერტები ყველა კითხვაზე გიპასუხებენ