მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.

 

ვარიკოზული ვენები

ვარიკოზული ვენები (ვენების გაგანიერება) არის დაავადება, რომელსაც თან ახლავს გადიდებული, გაგანიერებული ვენები. ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიე ნაწილზე, თუმცა, ძირითადად, ვენების გაგანიერება ქვედა კიდურებზე ჩნდება. ეს გამოწვეულია სხეულის ქვედა ნაწილის ვენებზე დიდი ზეწოლით, რაც სისხლის მოძრაობას აფერხებს. ბევრს ვარიკოზული ვენები მხოლოდ შესახედაობის გამო უქმნის დისკომფორტს, ზოგისთვის კი ეს პრობლემას ქმნის და ტკივილებს იწვევს. ცალკეულ შემთხვევებში გაგანიერება შეიძლება სხვა მეტად სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს.

      

EVLA ALMA-სგან

მსოფლიო ბრენდი ALMA ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ გთავაზობთ ყველაზე ინოვაციურ ლაზერულ დანადგარს Vasculife-ს. მინიმალურად ინვაზიური და მაქსიმალურად უსაფრთხო ლაზერული სისტემა გახლავთ ერთადერთი დანადგარი მსოფლიო ბაზარზე, ყველაზე აკურატულ და მაღალტექნოლოგიურ Robotic Pullback სისტემასთან ერთად კომბინაციაში - ლაზერული ბოჭკოს რობოტიზირებული უკან გამოქაჩვის მექამიზმი!

VascuLife™ - ცვლის ენდოვენური მკურნალობის სტანდარტს, ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური გადაწყვეტილების შესაძლებლობით. სისტემა დაფუძნებულია 1470ნმ დიოდური სხივის ტექნოლოგიაზე. ამასთან ერთად მანიპულაციის ჩატარება თანამედროვე, მაღალი ხარისხის  რადიალური ბოჭკოს მეშვეობით, უზრუნველყოფს დიდი და მცირე საჩინო ვენების სრულყოფილ და აკურატულ მკურნალობას. (GVS, SSV)

კლინიკური სურათები

შესაბამისი დანადგარები

VascuLife

გსურთ დაიწყოთ ბიზნესი
ესთეტიკის სფეროში 0,00 ინვესტიციით?
ჩვენი ექსპერტები ყველა კითხვაზე გიპასუხებენ