მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.

 

შარდის სტესული შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობა ანუ უნებლიე შარდვა ძალიან ხშირი პრობლემაა და მსოფლიოში საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს. მისი ყველაზე გავრცელებული სახეობაა სტრესული შეუკავებლობა - შარდის უნებლიე კარგვა დახველებისას, დაცემინებისას, სიმძიმის აწევისას, სიცილის დროს.

- რატომ ვითარდება შარდის სტრესული შეუკავებლობა?

შარდის სტრესული შეუკავებლობა უმეტესად მენჯის ფსკერის კუნთების სისუსტითაა გამოწვეული. რიგ შემთხვევებში კი ეს პრობლემა შეიძლება წარმოიშვას მშობიარობის, მენოპაუზის, სიმსუქნისა და გენეტიკური მიდრეკილების გამო.შარდის შეუკავებლობა ხშირი პრობლემაა და ექიმის ჩარევის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება რთულია. სტატისტიკის მიხედვით შარდის სტრესული შეუკავებლობის პრობლემით ექიმს მიმართავს დაავადებულთა მხოლოდ 5-10 %. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქალთა უმრავლესობას ერიდება საკუთარი მდგომარეობის; ან მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია შარდის სტრესული შეუკავებლობის მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მეთოდების შესახებ.

აღნიშნული სიმპტომის სამკურნალოდ მსოფლიო ბრენდი ALMA გთავაზობთ ინოვაციურ ლაზერულ პლატფორმა FemiLift-ს. პროცედურა არის სწრაფი, უმტკივნეულო და მაქსიმალურად ეფექტური. რაც ყველაზე მთავარია არ საჭიროებს რეაბილიტაცის პერიოდს. დიდი სიმძლავრის ენერგიის გამოყენებით, ღრმა თერმული ეფექტის მისაღწევად, FemiLift ახდენს კოლაგენის განახლების სტიმულირებას, ისევე, როგორც ელასტინის ბოჭკოების შეკუმშვას, გაახალგაზრდავებისა და ქსოვილის რემოდელირების ჩათვლით. ხანგრძლივი პულსირების ტექნოლოგია უზრუნველყოფს მძლავრი თერმული ეფექტის შექმნას.  ის კურნავს მთლიან პრეურეთრალურ სივრცეს, ზრდის რა ვაგინალური კედლების სისქეს და უზრუნველყოფს შუა ურეთრის მხარდაჭერას ქვედა მხრიდან. შედეგად ვიღებთ SUI-ის სიმპტომების საგრძნობ შემცირებას, შარდვის გაუმჯობესებულ კონტროლსა და რაც მთავარია კმაყოფილ პაციენტებს.

 


კლინიკური სურათები

შესაბამისი დანადგარები

Femilift

გსურთ დაიწყოთ ბიზნესი
ესთეტიკის სფეროში 0,00 ინვესტიციით?
ჩვენი ექსპერტები ყველა კითხვაზე გიპასუხებენ