მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.
ასაკის მატებასთან ერთად, კანის ფერი და სტრუქტურა იცვლება. ჩნდება წვრილი ხაზები, ნაოჭები და ლაქები, რაც კანის ზედაპირს უხეშს და არაერთგვაროვანს ხდის.
ALMA-ს ინოვაციური ლაზერული და ფოტო (AFT) ტექნოლოგიები საგრძნობლად აუმჯობესებენ კანის ტონალობასა და ტექსტურას. შედეგად კანი ხდება მეტად გლუვი, უკეთესი შეფერილობის და ელასტიური. კომბინირებული მიდგომით უმჯობესდება კანის ფაქტურა და ქრება ზედაპირული პიგმენტაციები, მცირდება ფორების ზომა, ამასთანავე ძლიერდება კანის სტრუქტურა რაც მეტად მედეგს ხდის კანს მომავალში სიბერის ნიშნებისგან თავდასაცავად.
თერაპია არის უსაფრთხო, ეფექტური და შესაფერისია ნებისმიერი ტიპის კანისთვის.