დღევანდელ დღეს ACCENT PRIME წარმოადგენს ყველაზე მრავალფუნქციურ და სრულყოფილ სხეულისა და სახის საკორექციო სისტემას.

ეს არის ყველაზე მაღალტექნოლოგიური პლატფორმა, არა ქირურგიული ლიპოსაქციის და სხვა სამედიცინო და ესთეტიკური მანიპულაციების ეფექტურად შესასრულებლად.

უნიკალური და ექსკლუზიური მონაცემების წყალობით, თქვენ შეძლებთ უსაფრთხო, ეფექტური, უმტკივნეულო, სწრაფი პროცედურების ჩატარებას და რაც ყველაზე მთავარია პროცედურის შემდეგ, პაციენტები მომენტალურად დაუბრუნდებიან ჩვეული ცხოვრების რიტმს.

20 minute Body Contouring

რა შეუძლია ACCENT PRIME-ს:

- ჭარბი წონისაგან განთავისუფლება, რევოლუციური  UltraSpeed  და Accentuate ტექნოლოგიებით

- მუცლის ზონის დამუშავება სულ რაღაც 20 წუთში

- სტრიების და ნაწიბურების კორექცია

- ცელულიტისგან განთავისუფლება

- მოშვებული კანის ლიფტინგი

- აკნეს მკურნალობა

- ჰიპერპიგმენტური ლაქების (მელაზმა) ალაგება

- კანის კომპლექსური გაახალგაზრდავება

- და მრავალი სხვა მანიპულაცია

ნახეთ ACCENT PRIME-ის ვიდეო პრეზენტაცია

გადმოწერეთ ACCENT PRIME-ის კატალოგი

ACCENT PRIME-ის უპირატესობები

შერჩევითი 
ფოკუსირებული მოქმედება და სიღრმის აკურატული კონტროლი, უზრუნველყოფს მომატებულ კომფორტს როგორც ექიმის ასევე პაციენტებისათვის და დრამატული შედეგების მიღებას, გარემომცველი ქსოვილების დაზიანების გარეშე.

უსაფრთხო 
ACCENT PRIME-ით მანიპულაცია არის უსაფრთხო და ეფექტური ნებისმიერი ტიპის კანის შემთხვევაში (I-VI). ასევე ფაქიზ და დელიკატურ უბნებზე სამუშაოდ, როგორიც არის კისრის და დეკოლტეს მიდამო.

კომბინირებული ტექნოლოგიები 
კომბინირებული ტექნოლოგიების მეშვეობით, თქვენ მიაღწევთ სწრაფ შედეგს, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება

კომფორტული 
ჰომოგენური გახურების მექანიზმი და ეფექტური გაგრილების სისტემა, მაქსიმალურად ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, რაც პროცედურას მეტად კომფორტულს ხდის პაციენტებისთვის.

რეაბილიტაციის პერიოდის არ არსებობა  ძირითად შემთხვევაში, პროცედურის შემდეგ პაციენტები მომენტალურად დაუბრუნდებიან ჩვეული ცხოვრების რიტმს.

გრანდიოზული ინოვაციები

UltraSpeed ბუნიკი

აბსოლუტურად განსხვავებული ტექნოლოგია, ბაზარზე არსებული ყველა სხვა სისტემისგან!

ეს არის მსოფლიო ბრენდ ALMA-ს მიერ დაპატენტებული, ექსკლუზიური ტექნოლოგია, რომელიც მოწოდებულია მხოლოდ ACCENT PRIME-ისთვის.

აღნიშნული ტექნოლოგია, გულისხმობს აპლიკატორში, ახალი ტიპის ულტრაბგერითი ტექნოლოგიის გამოყენებას. აპლიკატორზე დამაგრებული, განსაკუთრებით ფართო ზედაპირის მქონე დისკო, უზრუნველყოფს პროცედურის გაცილებით სწრაფად ჩატარებას.  UltraSpeed მანიპულა, მოწოდებულია სპეციალური ულტრაბგერითი ტალღის გამტარი დისკოთი, რომელიც გამოყოფს ზუსტად განსაზღვრულ, კონცენტრირებულ ულტრაბგერით ტალღებს.

ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურად ეფექტურ თერმულ ზემოქმედებას, შერჩევითად მხოლოდ ცხიმოვან ქსოვილზე. ულტრაბგერითი ენერგია ჰომოგენურად ნაწილდება დამუშავებული ზონის ფარგლებში და ეფექტურად ანადგურებს, ყველაზე შეუვალ ცხიმოვან ქსოვილებასაც კი. მანიპულაციის დროს, მთლიანი მუცლის ზონის დასამუშავებლად, მოითხოვს დაახლოვებით 20 წუთს, შედეგად უზრუნველყოფს მომატებულ კომფორტს როგორც სპეცილისტის ასევე პაციენტებისთვისაც.

,,ახალი UltraSpeed აპლიკატორი, საშუალებას მოგცემთ განსაკუთრებით მცირე დროში, მიიღოთ დრამატული შედეგები. ჰისტოლოგიური კვლევებით ნათლად დასტურდება თუ რამდენად ეფექტურად ხდება ცხიმოვანი უჯრედების დაზიანება ჰიპოდერმის ფარგლებში“
დრ. ჯოზეფ ლეფსელტერი, კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ALMA LASERS-ი, ისრაელი

ACCENTUATE
ინოვაციური ,,Hands Free”პროცედურა სხეულის კორექციისა და კანის გამკვრივებისთვის!
მეტი თავისუფლება!

ALMA გახლავთ ერთადერთი კომპანია მსოფლიო ბაზრაზე, რომელიც გთავაზობთ რევოლუციურ RF ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ფართო ზომის აპლიკატორებს, რომლებიც ექიმის დახმარების გარეშე თავად ასრულებენ სამუშაოს. ექსკულიური 40.68 მჰც სიხშირის რადიოტალღების მეშვეობით ACCENTUATE აპლიკატორები ეფექტურად და უსაფრთხოდ ახორციელებენ ფართო არეებზე კანის გამკვრივებას და სხეულის ფორმირებას ერთდროულ რეჟიმში. სისტემა მოწოდებულია ინოვაციური ტემპერატურის კონტროლის მექანიზმით რაც პაციენტებისათვის პროცედურას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

ნახეთ ACCENTUATE-ის ვიდეო პრეზენტაცია

ACCENTUATE-ით დასამუშავებელი ზონები

მუცელი ბარძაყის შიდა მიდამო ბარძაყის გარე მიდამო დუნდულები

თერმული სურათები პროცედურისას

კომბინაციური პროტოკოლი

საუკეთესო შედეგების მისაღებად უმჯობესია 2 მძლავრი ტექნოლოგიის ერთდროულად გამოყენება

ულტრაბგერა + RF

მას შემდეგ რაც ულტრაბგერითი ტექნოლოგიის მქონე UltraSpeed ბუნიკი ეფექტურად დაშლის მტკიცე ცხიმოვან უჯრედებს, საქმეში ერთვება Accentuate მოდული. აღნიშნული აპლიკატორები ახორციელებენ RF ენერგიის აკურატულ გადანაწილებას სხვადასხვა სიღრმეზე თერმული ეფექტის გენერირებით. 40.68 მჰც სიხშირის რადიოტალღები მაქსიმალური შედეგიანობით ახორციელებენ კანის დაჭიმვას, კორექციასა და ფორმირებას. ამ 2 ინოვაციური ტექნოლოგიის სინერგიული მოქმედების შედეგად 1 სეანსში ხორციელდება როგორც ცხიმის დაშლა, ასევე კანის გამკვრივება. შედეგად თქვენ იღებთ იდეალურ სისტემას, რომელიც აუცილებლად აღაფრთოვანებს თქვენ პაციენტებს.

  ,,HANDS-FREE” პროცედურა 
             
  რეაბილიტაციის პერიოდის და
გვერდითი ეფექტების არ არსებობა

  კომბინაციური ტექნოლოგიები
საუკეთესო შედეგების მისაღებად
             
  კომფორტული, უმტკივნეულო
მანიპულაცია

  უსაფრთხო და ეფექტური              

  ფართო ზონებზე ჰომოგენური
მანიპულაცია

  კლინიკურად დამტკიცებული              

  გაზრდილი შესაძლებლობები
თქვენი ბიზნესისთვის

ACCENT PRIME-ის ტექოლოგიური შესაძლებლობები

ACCENT PRIME - ეს არის მსოფლიოში ყველაზე ეფექტური აპარატი შემდეგი მანიპულაციების შესასრულებლად - ცხიმის დაშლა, ცელულიტისგან განთავისუფლება / სახის კანის გაახალგაზრდავება / კანის ლიფტინგი / ნაწიბურების და სტრიების კორექცია / აკნეს მკურნალობა და ა.შ. 

სისტემა მოიცავს ულტრაბგერასა და რადიოტალღებზე დაფუძნებულ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ეფექტური შედეგების მიღებას სხვადასხვა კლინიკურ შემთხვევაში. თქვენ დაუბრუნებთ სხეულის და სახის კანს ახალგაზრდულ, ბუნებრივ შესახედაობას, შედეგი კი შენარჩუნდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. 

ფართო სპექტრის დანიშნულებების მქონე მანიპულები და კომბინირებული მკურნალობის მეთოდები, საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ საუკეთესო შედეგები, ნებისმიერ კლინიკურ შემთხვევაში. სისტემა ეფექტურად მოქმედებს როგორც კანის სხვადასხვა ფენაზე, ასევე ღრმად ცხიმოვან ქსოვილებზე. ტექნოლოგიური ინოვაციების მეშვეობით, გეძლევათ ახალი შესაძლებლობები, მათ შორის სიღრმის აკურატული კონტროლი და ვაკუუმ ტექნოლოგია სხვადასხვა მანიპულებზე. ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების დამატებით, ჩვენ საგრძნობლად შევამცირეთ პროცედურის ხანგრძლივობა, შედეგები კი ბევრად შთამბეჭდავია.

ACCENT PRIME-ი, ეს არის იდეალური სისტემა სპეციალისტებისთვის, რომლებსაც სურთ შესთავაზონ თავიანთ პაციენტებს, ესთეტიკური და სამედიცინო მანიპულაციების ფართო სპექტრი, ერთი უნივერსალური პლატფორმის მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ ACCENT PRIME-ით ჩატარებული თითოეული მანიპულაცია არის არაინვაზიური და უმეტეს შემთხვევაში არ საჭიროებს გაუტკივარებას. 

გრძელვადიანი შედეგები, კომბინირებული ტექნოლოგიების გამოყენებით!

ეფექტური დიელექტრიკული გახურება

აპარატი ACCENT PRIME-ი აღჭურვილია დიელექტრიკული გახურების უნიკალური მექანიზმით, რომლის მეშვეობითაც რადიოსიხშირეზე (RF) დაფუძნებული ენერგია გადაეცემა უშუალოდ სამიზნე ქსოვილს და იწვევს წყლის მოლეკულების სწრაფ ბრუნვას (40.68მჰც სიხშირის რადიოტალღა, გულისხმობს ქსოვილში 40.68 მილიონი ტალღის გაგზავნას წამში). აღნიშნული ბრუნვითი მოძრაობით წარმოიქმნება ხახუნის ძალა, რაც თავის მხრივ წარმოქმნის ოპტიმალური სიმძლავრეს და ეფექტურ სიმხურვალეს. ვინაიდან კანი ძირითადად წყლისგან შედგება, მოცემული მექანიზმით გამოწვეული ქსოვილის გახურება ხელს უწყობს მოცულობით შეკუმშვას კანის შიგნით, ეს კუმშავს არსებულ ბოჭკოებს და იწვევს ახალი, ჯანსაღი კოლაგენის წარმოქმნას, რომლის სისქე და განლაგებაც გაუმჯობესებულია.
რადიოტალღის ოპტიმალური სიხშირე უზრუნველყოფს ღრმა და ჰომოგენურ ტემპერატურულ მოქმედებას, შედეგად თქვენ მიიღებთ მაღალ ეფექტურ შედეგს, რომელიც რეგულარულად გაუმჯობესდება.   

ოპტიმალური წინაღობის დაძლევის მექანიზმი

ACCENT PRIME-ი, ოპტიმალურად დაბალანსებული წინაღობის დაძლევის მექანიზმით,
ახდენს მძლავრი, 300 ვატამდე ენერგიის, მაქსიმალურ კონცენტრაციას სამიზნე
ქსოვილში. როდესაც RF ენერგია გადაეცემა ქსოვილს, სხეულის ელექტრული წინაღობა იწვევს მოცემული ტალღის, ენერგიის წყაროს მიმართულებით უკან არეკვლას. სხვა რადიოტალღებზე (RF) დაფუძნებულ აპარატებთან შედარებით, ACCENT PRIME-ს გააჩნია ყველაზე მაღალი მწვერვალოვანი სიმძლავრე, აქედან გამომდინარე იგი ეფექტურად უმკლავდება სხეულის წინაღობას, ამცირებს რადიოტალღის არეკვლადობას და უზრუნველყოფს სამიზნე ქსოვილში RF ენერგიის მაქსიმალურ შეღწევადობას.

 ღრმა Unipolar ტექნოლოგია

ALMA-ს დაპატენტებული Unipolar ტექნოლოგია იძლევა კანის შიგნით, სხვადასხვა სიღრმეზე, ქსოვილის  ფოკუსირებული, უსაფრთხო და სიღრმისეული გახურების შესაძლებლობას. 

Unipolar სისტემა მოქმედებს ერთეული ელექტროდით, მისი მეშვეობით კონცენტრირებული RF ენერგია აღწევს კანის ღრმა შრეებში ისე, რომ პაციენტი არ განიცდის არავითარ დისკომფორტს. ამასთან ერთად მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოების ნორმები.

ფოკუსირებული სიღრმის კონტროლი

ACCENT PRIME-ი აღჭურვილია უნიკალური სიღრმის კონტროლის მექანიზმით. ეს საშუალებას მოგცემთ, ქსოვილის შესაბამის შრეებში სითბოს ფოკუსირებით, მაქსიმალურად აკონტროლოთ რადიოტალღის შეღწევადობის სიღრმე, კონკრეტული სამუშაო არეალის გათვალისწინებით. ამის მეშვეობით, თქვენ შეასრულებთ მეტად აკურატულ, უსაფრთხო მანიპულაციას, მიიღებთ ეფექტურ შედეგს, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება.

დასამუშავებელი არეალის, კანის ტიპის/სისქის და კლინიკური დანიშნულების გათვალისწინებით, თქვენ გამოიყენებთ ზედაპირულ ან ღრმა მეთოდს. კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევებში კი, შედეგის გასაუმჯობესებლად, შეგიძლიათ ორივე მეთოდის ერთად, კომბინაციაში გამოყენება.

ცივი, S-ის ფორმის ელასტიური ტალღა (ShearwaveTM) და ცხელი ულტრაბგერა

ACCENT PRIME-ი მოწოდებულია სპეციალურად დაპატენტებული ცივი ულტრაბგერის ტექნოლოგიით. ინოვაციური S-ის ფორმის ელასტიური ტალღა, გარემომცველი ქსოვილების დაზიანების გარეშე, სელექტიურად/შერჩევითად მოქმედებს ცხიმოვან უჯრედებზე. აღნიშნული ტიპის ტალღა, ვიბრაციის საშუალებით შლის ცხიმოვანი უჯრედების მემბრანას, საბოლოოდ იწვევს მის დაშლას და დაგროვილი ცხიმის გამონთავისუფლებას. ამის შემდეგ ლიმფური სისტემის მეშვეობით ხდება დაზიანებული ცხიმოვანი უჯრედების სხეულიდან გამოდევნა. ამასთანავე, აპარატი აღჭურვილია ცხელი ულტრაბგერის ტექნოლოგიით, ამ მეთოდით წარმოიქმნება კომპრესიული ულტრაბგერითი ტალღა, რომელიც აღწევს კავიტაციის მაღალ დონეს - ეს უზრუნველყოფს ლოკალური ცხიმოვანი ნარჩენების თერმულ დაშლას. ACCENT PRIME-ის მეშვეობით სპეციალისტებს შეუძლიათ არჩევანის გაკეთება, იმუშაონ განივი, ელასტიური (,,ცივი’’) ან კომპრესიული (,,ცხელი“) ულტრაბგერის რეჟიმით. კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაში, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, შესაძლებელია ორივე ტექნოლოგიის კომბინაციაში გამოყენება.

მიკროპლაზმა (MicroplasmaTM)

უნიკალური მიკროპლაზმური ტექნოლოგიის გამოყენებით, Pixel RF მოდული უზრუნველყოფს კანის ზედაპირის აღდგენით, რეგენერაციულ მკურნალობას, როგორც აბლაციით, ასევე გახურების პრინციპით. ფაქიზი ფრაქციულ-აბლაციური მიკროპლაზმა ამცირებს პოსტანთებითი ჰიპერპიგმენტაციების გაჩენის რისკს. კონტროლირებადი RF ენერგია უზრუნველყოფს, კონკრეტულ უბანზე ფოკუსირებულ მოქმედებას, გარემომცველი, ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანების გარეშე. ეს უზრუნველყოფს კანის სწრაფ მოშუშებას, ეპითელიუმის ეფექტური რეგენერაციის ხარჯზე. თქვენ მინიმალურ დროში მიიღებთ შთამბეჭდავ შედეგს, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება.

ImpactTM (მედიკამენტის ღრმა, ტრანსეპიდერმული შეღწევადობის საუკეთესო მეთოდი)

რადიოტალღებით და ულტრაბგერით მიღებული კლინიკური შედეგების შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად გამოიყენება Impact მოდული. ეს გულისხმობს ულტრაბგერითი ტექნოლოგიის გამოყენებას, მედიკამენტის ტრანსეპიდერმულ სივრცეში გადასატანად. აღნიშნული მეთოდი მოქმედებს შემდეგი მექანიზმით ,,მიწოლა-ამოქაჩვა“ ანუ გამოიმუშავებს წყვეტილ, დადებით და უარყოფით ტალღებს. ამის შედეგად აქტიური ნივთიერებები ეფექტურად გაივლიან, მიკროპლაზმური როლერ მოდულით (Pixel RF) შექმნილ მიკრო ხვრელებში. ამ დროს, ორმხრივი ეფექტის მეშვეობით, ხვრელებში არსებული უჯრედშიდა სითხე თავისუფლდება და ნივთიერება ეფექტურად აღწევს სამიზნე ქსოვილში.

ვაკუუმით უზრუნველყოფილი ფრაქციული RF მანიპულა - მუდმივი ეფექტური გაგრილებით.

ALMA-მ ACCENT PRIME-ის პლატფორმაზე შექმნა ახალი მაღალ ეფექტური ბუნიკები. ისინი მუშაობენ სტაციონალურ რეჟიმში, შედარებით მაღალი რადიოსიხშირის ენერგიაზე და იყენებენ ვაკუუმის მექანიზმს, მუდმივ ეფექტურ გაგრილების სისტემასთან ერთად. ვაკუუმ ტექნოლოგია ახდენს კონკრეტული სამკურნალო უბნის იზოლირებას, კონტაქტური გაგრილება კი იცავს კანს და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. ამის შემდეგ ფოკუსირებული და კონცენტრირებული RF ენერგიის მოქმედებით, ქსოვილში ვითარდება თერმული შოკი. მოცემული ტექნოლოგიების კომბინაცია ამცირებს საჭირო სეანსების რაოდენობას და აჩქარებს შედეგის დადგომას.

ACCENT PRIME-ის ბუნიკები

სხეულის კორექცია / კონტურული პლასტიკა          
           
UltraSpeed:

ახალი თაობის ულტრაბგერითი ტექნოლოგია, განსაკუთრებით ფართო ზედაპირის მქონე დისკოთი უზრუნველყოფს პროცედურის მაქსიმალურად სწრაფ ჩატარებას.

UniBody:

მაღალი ენერგიის UniPolar RF ბუნიკი მექანიკური სამასაჟე თავაკით. იგი აწვდის ღრმა თერმულ ენერგიას და ზრდის მეტაბოლიზმს კანქვეშა ქსოვილში, აუმჯობესებს ცელულიტის მდგომარეობას. 

Accentuate:

აწვდის RF ენერგიას კანში 2  ინობაციური აპლიკატორით. შექმნილია სხეულის კონტურული პლასტიკისათვის და დიდ ზონებზე კანის  დასაჭიმად. მოწოდებულია ტემპერატურის კონტროლის მექანიზმით.

  სახის კორექცია  / კონტურული პლასტიკა          
           
MiniSpeed:

მოწინავე ულტრაგბერითი ტექნოლოგია, მცირე ზონებში ცხიმოვანი ქსოვილების დასაშლელად.  ჰომოგენური ულტრაბგერითი ენერგია შერჩევითად მოქმედეს მხოლოდ ცხიმოვან უჯრედებზე და ეფექტურად შლის მათ.

UniFace:

UniPolar RF ბუნიკი შექმნილია სპეციალურად სახის არეზე სამუშაოდ.

SpeedSculpt:

MiniSpeed ბუნიკის კიდევ უფრო შემცირებული ვერსია , მოწოდებულია განსაკუთრებით მცირე ზომის არეებში ცხიმოვანი უჯრედების ეფექტურად დასაშლელად.

UltraFace:

აერთიანებს ცივ S-ის ფორმის ელასტიურ ულტრაბგერას და წნევით ტალღებს. შედეგად ენერგია აღწევს კანის ღრმა ფენებში. იდეალური ბუნიკი სახის მიდამოში ღრმა კონტურული პლასტიკისთვის.

სახის კორექცია  / კონტურული პლასტიკა          
           
CoaxiPolar:

ახორციელებს ლოკალურ, ზედაპირულ თერმულ მოქმედებას დერმაში, რეალურ დროში ტემპერატურის მონიტორინგით. იდელური ბუნიკი დელიკატურ არეებზე სამუშაოდ.

UniLarge:

იყენებს UniPolar RF ენერგიას, ცხიმოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად. ეფექტური სისტემა კანის გასაახალგაზრდავებლად.

Tune Perioorbital:

ამკვრივებს მოშვებულ კანს თვალის გარშემო.

Tune Large:

ფრაქციული რადიოტალღური ენერგია ვაკუუმ ტექნოლოგიით, მოწოდებულია სხეულზე მოშვებული კანის გასამკვრივებლად.

Tune Face:

ვაკუუმ ფრაქციული RF  ტექნოლოგია სახის კანის დასაჭიმად.

UniFace:

უნიპოლარული RF აპლიკატორი,.სამასაჟე თავაკით.

ცელულიტი          
           
UniBody:

აერთიანებს მაღალი ენერგიის უნიპოლარულ RF ტექნოლოგიას და მექანიკურ სამასაჟე თავაკს. შედეგად ღრმა თერმული ენერგია ეფექტურად გადაეცემა კანქვეშა ქსოვილში, ზრდის მეტაბოლიზმის პროცესს და აუმჯობესებს ცელულიტის იერსახეს.

UniLarge:

კანში კოლაგენური ბოჭკოების შესაკუმშად იყენებს UniPolar რადიოსიხშირის ენერგიას და ხელს უწყობს ახალი კოლაგენის ფორმირებას.

კანის მიკროდერმაბრაზია / გაახალგაზრდავება          
           
Microplasma – Pixel RF:

Pixel RF ბუნიკი, მიკროპლაზმური ტექნოლოგიით ახდენს კანის ფრაქცირებას, აბლაციას და ტემპერატურულ მოქმედებას.  ექსკლუზიური PhaseShifter ტექნოლოგია უზრუნველყოფს სირღმის აკურატულ კონტროლს.

Impact:

აღნიშნული ბუნიკი გახლავთ საუკეთესო გადაწყვეტილება მედიკამენტის ღრმად ტრანსეპიდერმულ სივრცეში გადასატანად. უკეთესი შედეგების მისაღებად მოცემული ბუნიკი გამოიყენება Pixel RF ბუნიკთან კომბინაციაში.

colibri - პლაზმური თერაპია:

არაქირურგიული კანის დაჭიმვა და ნაოჭების კორექცია. Colibri ხასიათდება ყველაზე მაღალი პიკური (მწვერვალოვანი) სიმძლავრით. ეს არის  ერთაედრთი გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზარზე, რომელიც გთავაზობთ ორმაგ აბლაციურ და თერმულ რეჟიმებს. სპეციალური ვიწრო თავაკის მეშვეობით თქვენ ეფექტურად განახორციელებთ ძნელად მისადგომი არეების კორექციას, მაგალითად - პერიორბიტალური და პერიორალური მიდამოების ფარგლებში მოშვებული კანის ლიფტინგი, მიმიკური ნაოჭების კორექცია და ა.შ.

ნახეთ COLIBRI-ის ვიდეო პრეზენტაცია

რას ამბობენ ექსპერტები

ამბერ ბროკნეკი დერმატოლოგი, პლასტიკური ქირურგი, ოტავა, აშშ

როგორც ექიმისა და კლინიკის მფლობელისათვის, ჩემს პრაქტიკაში არის მხოლოდ ერთადერთი არჩევანი ჩემი პაციენტების სხეულის კონტურული პლასტიკის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად: UltraSpeed და Accentuate აპლიკატორები დღევანდელ დღეს წარმოადგენენ საუკეთესო ტექნოლოგიებს სხეულის სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო კორექციისათვის. ჩემი პაციენტები აღფრთოვანებულები არიან მომენტალური შედეგიანობით, რომელიც ხანრძლივი პერიოდის განმავლობაში ნარჩუნდება.

ინეს ვერნერი, მედიცინის დოქტორი, დერმატოლოგი, ვერნერის კლინიკა, ისრაელი

რამოდენიმე წელია ინოვაციური სისტემა ACCENT PRIME-ი გახდა ჩემი ყოველდღიური პრაქტიკის განუყოფელი ნაწილი. ბოლო დროიდელი ინოვაციებიდან გამოვარჩევდი რევოლუციურ აპლიკატორს COLIBRI-ის. მისი მეშვეობით მე საგრძნობლად გავზარდე კმაყოფილი პაციენტების რაოდენობა, ვთავაზობ რა მათ, მაღალ ეფექტურ პროცედურას, რომელიც სხვა ალტერნატიული მეთოდებისაგან განსხვავებით ხასიათდება განსაკუთრებით მოკლე რეაბილიტაციის პერიოდით და გვერდითი ეფექტების არ არსებობით.

სოფია დეტერი პლასტიკური ქირურგი, კლინიკა ,,Metropolitan Aesthetics”, ბერლინი,

ACCENT PRIME-ის შედეგები გასაოცარია. UltraSpeed მანიპულატორით თუნდაც ერთი მკურნალობის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ მუცლის გარშემოწერილობის მკვეთრი შემცირება. ჩვენი პაციენტები სარგებლობენ კომფორტული და უმტკივნეულო პროცედურებით, რომელიც თბილ მასაჟს გავს. შედეგები ნადმვილად გასაოცარია, რამოდენიმე სეანსში პაციენტები ხედავენ სხეულის გარშემოწერილობის დრამატულ გაუმჯობესებას. Pixel RF და Impact ტექნოლოგიების კომბინაციით კი ვიღებ საუკეთესო შედეგებს სხვადასხვა სირთულის და სიღრმის ნაწიბურებისა და სტრიების შემთხვევაში.

მარია კლაუდია ისა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კლინიკა ,,Dermavance Dermatologia”, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

,სახის და სხეულის კონტურების გამოკვეთა, სიბერის ნიშნების საწინააღმდეგო ძირითადი პროცედურებია. უნიკალური ცივი ულტრაბგერითი და ექსკლუზიური RF ტექნოლოგიების კომბინაციით, Accent Prime-ი უზრუნველყოფს დრამატული შედეგების მიღებას. ერთსა და იმავე პროცედურაში ხორციელდება ჭარბი ცხიმის მოშორება და ასევე მოდუნებული კანის კორექცია - მე ვხდევად პაციენტების თვალებში გაოცებას, როდესაც მათ ახალგაზრდულ იერს ვუბრუნებ.

კლინიკური სურათები

გსურთ დაიწყოთ ბიზნესი
ესთეტიკის სფეროში 0,00 ინვესტიციით?
ჩვენი ექსპერტები ყველა კითხვაზე გიპასუხებენ