Q-Switched Ruby ლაზერული სისტემა - პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ და სხვადასხვა შეფერილობის ტატუს მოსაცილებლად!

ლალის (Ruby) სხივზე დაფუძნებული პლატფორმა.

SINON II-ი წარმოადგენს ლალის კრისტალზე დაფუძნებულ Q-Switched ლაზერულ აპარატს. 694ნმ ტალღის სიგრძე და განსაკუთრებულად მოკლე იმპულსის ხანგრძლივობა (20ნწმ) უზრუნველყოფს მაქსიმალურად აკურატული, უსაფრთხო და ეფექტური პროცედურის ჩატარებას.

იმპულსების მაღალი სიხშირით გამოტყორცნა და დამიზნების წერტილის ზომის მარტივი ცვლილება, საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ სწრაფი მანიპულაცია და უზრუნველყოთ ლაზერული სხივის ღრმა შეღწევადობა. ამასთან ერთად დაბალი სიმკვრივის ლაზერული ენერგია თავიდან აგაცილებთ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. შედეგად თქვენ მინიმალურ დროში მიაღწევთ მაქსიმალურ შედეგებს.

რა შეუძლია SINON II-ს:

კეთილთვისებიანი პიგმენტური ლაქების მკურნალობა
ნანოწამიერი ლაზერული იმპულსის გენერირებით, SINON II-ი უზრუნველყოფს ოპტიმალური შედეგების მიღებას, სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი პროცესების შედეგად წარმოქმნილი ჰიპერპიგმენტაციების სამკურნალოდ. მათ შორის:

-    სოლარული ლენტიგო
-    რძისფერი ლაქები
-    დაზიანებები, რომელიც გავლენას ახდენს პირის ღრუს ლორწოვანზე და ტუჩებზე
-    ღრმა დაზიანებები, ნევუსები (Nevus of Ota, Nevus of Ita)

ტატუს მოცილება
ლალის კრისტალზე დაფუძნებული Q-Switched ლაზერი გამოიმუშავებს ძლიერ, ოპტიმალურ ენერგიას, სხვადასხვა ტიპის და სიღრმის ტატუს ეფექტურად მოსაცილებლად. ის ეფექტურად აღმოფხვრის ტატუში არსებულ რეზისტენტულ მელნის ნაწილაკებს, მაგ: ზურმუხტის ფერი, ცისფერი და ფირუზის ფერი. SINON II-ით თქვენ რამოდენიმე სეანსში ეფექტურად მოაცილებთ სხვადასხვა შეფერილობის ტატუს და გაზრდით კმაყოფილი პაციენტების რაოდენობას.

ნახეთ SINON II-ის ვიდეო პრეზენტაცია

SINON II-ის უპირატესობები

უსაფრთხო და აკურატული - დაბალი სიმკვრივის ერთეული იმპულსები, უზრუნველყოფენ უსაფრთხო მანიპულაციის ჩატარებას.

ინტუიციური და მარტივი სამართავი პანელი - კონკრეტული კლინიკური შემთხვევიდან გამომდინარე, თქვენ მარტივად და სწრაფად აარჩევთ სასურველ პარამეტრებს.

სწრაფი მანიპულაცია - იმპულსების მაღალი სიხშირით გამოტყორცნა და დამიზნების წერტილის ზომის მარტივი ცვლილება, უზრუნველყოფს სწრაფი და ეფექტური მანიპულაციის ჩატარებას.

გაზრდილი შემოსავალი თქვენი ბიზნესისთვის - შედარებით ეკონომიური სისტემის მეშვეობით, თქვენ მიიღებთ ოპტიმალურ შედეგებს და გაზრდით კმაყოფილი პაციენტების ბაზას.

იდეალურია ნებისმიერი ტიპის კანზე სამუშაოდ - მათ შორის მუქი ფერის კანზე.

SINON II-ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები

Q-Switched ლაზერი წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ ტექნოლოგიას ბუნებრივი და ხელოვნური (ტატუ) პიგმენტაციების აღმოსაფხვრელად, გარემომცველი ქსოვილების დაზიანების მინიმალური რისკით. ინოვაციური აპარატი SINON II-ი იყენებს აქტიურ Q-Switched აპლიკატორს, რომელიც მაღალი ინტენსივობის მქონე ლაზერული ენერგიის და მოკლე ნანოწამიერი იპმულსების მეშვეობით, ახდენს სამიზნე ქსოვილებში ფოტოაკუსტიკური შოკური ტალღების გენერირებას. მექანიკურ-ვიბრაციული ზემოქმედების შედეგად, ტატუში არსებული მელნის ნაწილაკები იმსხვრევა უმცირეს ნაწილაკებად. მოშუშების პროცესთან ერთად, იმუნური სისტემა გამოდევნის აღნიშნულ ნაწილაკებს ორგანიზმიდან, შედეგად კანი იძენს ბუნებრივ, გლუვ შესახედაობას. დამუშავებული ზონის დანაწიბურების ან ჰიპერპიგმენტაციის რისკი მინიმალურია.

რუბი, ლალის კრისტალზე დაფუძნებული ლაზერული ტექნოლოგია არის კლინიკურად და მეცნიერულად დამტკიცებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი Q-Switched ლაზერებს შორის, პიგმენტური ნადებების სამკურნალოდ და სხვადასხვა შეფერილობის ტატუს ეფექტურად მოსაცილებლად. 694ნმ ტალღის სიგრძით, წითელი ლაზერული სხივი სელექტიურად შეიწოვება მელანინის და ტატუში არსებული პიგმენტის მიერ. ჰემოგლობინში მისი აბსორბციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, შედეგად სისხლდენის რისკი მინიმალური. მელანინის ქრომოფორების მიერ მაღალი აბსორბციის მაჩვენებელი, საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ ეფექტური პროცედურა, როგორც ზედაპირული, ასევე ღრმა პიგმენტაციების შემთხვევაში. დაბალი სიმკვრივის ენერგიით ოპერირება კი საგრძნობლად ამცირებს გვერდითი ეფექტების გაჩენის რისკს.

განსაკუთრებულად მოკლე იმპულსები - SINON II-ის ერთ ერთი მთავარი უპირატესობაა მოკლე ნანოწამიერი იმპულსების გენერირება (20ნწმ). უდაოდ, ეს არის ყველაზე მოკლე  იმპულსის ხანგრძლივობა სხვა რუბი ლაზერებთან შედარებით. მოკლე იმპულსის წარმოშობა, უზრუნველყოფს მაღალი მწვერვალოვანი სიმძლავრის მიღებას, რაც ოპტიამლური შედეგების მისაღებად აუცილებელ პარამეტრს წარმოადგენს.

ბოლო დროინდელი ინოვაციები - ფრაქციული აპლიკატორი - SINON II-ის ახალი ფრაქციული აპლიკატორი გთავაზობთ დამატებით შესაძლებლობებს პიგმენტური ლაქების და სხვადასსხვა შეფერილობის ტატუს მოსაცილებლად.

•    SINON II-ი იყენებს განსხვავებულ სხივს. ფოკუსის წერტილი ლოკალიზებულია ბუნიკის ფარგლებში და არა კანზე. შედეგად თქვენ თავიდან აიცილებთ პროცედურისას ცხელი წერტილების გაჩენის რისკს.
•   SINON II-ი გთავაზობთ სპეციალურ 3მმ-იან რბილ თავაკს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო პროცედურის ჩატარებას მათ შორის მუქი ფერის კანზეც.
•    SINON II-ი ახდენს დაბალი სიმკვრივის (2ჯ/სმ2) Q-Switched ერთეული იმპულსების გენერირებას. ეს საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ უსაფრთხოდ, მათ შორის მგრძნობიარე არეებზე.
•    ინოვაციური, კომპაქტური ბუნიკი უზრუნველყოფს დასამუშავებელი არის უკეთეს ვიზუალიზაციას
•   ოვალური ფორმის დამიზნების წერტილით, განახორციელებთ ჰომოგენურ მანიპულაციას, გვერდითი ეფექტების განვითარების მინიმალური რისკ ფაქტორით.
•    ტკივილის შესამცირებლად და პაციენტის კომფორტის გასაზრდელად, ბუნიკი აღჭურვილია სპეციალური სამაგრით , რომელზეც შეგიძლიათ Zimmer-ის გამაგრილებელი სისტემის მიერთება

SINON II-ის ბუნიკები

ბოლოდროინდელი ინოვაცია - HomoGenius ბუნიკი.

პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ და სხვადასხვა ტიპის ტატუს მოსაცილებლად. კვადრატული ფორმის ლაზერული სხივის მიმმართველი, უზრუნველყოფს დასამუშავებელი არეალის მაქსიმალურად ჰომოგენურ დაფარვას. მოწოდებულია 2 სხვადასხვა ზომით 3X3მმ და 5X5მმ. აღნიშნული ბუნიკის გამოყენება შესაძლებელია Q-Switched რეჟიმში.

ბოლოდროინდელი ინოვაცია - ფრაქციული ბუნიკი.

SINON II-ის ახალი ფრაქციული აპლიკატორი გთავაზობთ დამატებით შესაძლებლობებს პიგმენტური ლაქების და სხვადასსხვა შეფერილობის ტატუს მოსაცილებლად.

ფრაქციული ბუნიკი, 5X5-ზე პიქსელური მატრიცით კანზე წარმოქმნის მიკრო ჩანაჭდევებს, მინიმალური თერმული ეფექტით. შედეგად აქტიურდება ნეოკოლაგენეზის პროცესი,  უზრუნველყოფს კანის ტონალობის გაუმჯობესებას და მის სრულყოფილ გაახალგაზრდავებას.

ლაზერის სხივის მიმმართველი, რბილი ადაპტერი.

უნიკალური გადამყვანი, 3მმ-იანი დამიზნების წერტილით, უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტური მანიპულაციის ჩატარებას მათ შორის მუქი კანის შემთხვევაშიც.

რას ამბობენ ექსპერტები

მოშე ლაფიდოტი, პროფესორი, დერმატოლოგი, ლაზერული დერმატოლოგიის ხელმძღვანელი, რაბინის სამედიცინო ცენტრი, ისრაელი

SINON II-ი არის ჩემი მარჯვენა ხელი ყოველდღიურ პრაქტიკაში. ეს არის უალრტერნატივო მეთოდი სხვადასხვა ტიპის პიგმენტაციების სამკურნალოდ და ტატუების მოსაცილებლად. 90-100% შემთხვევაში მე ვაღწევ პიგმენტაციების სრულ გაქრობას. ამ ტიპის ლაზერებში SINON II უდაოდ საუკეთესოა.

ერიკ ბერშტაინი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი პენსილვანიის უნივერსიტეტი, ფილადელფია, აშშ

საბოლოო ჯამში SINON II-მა მკვდრეთით აღადგინა ლალის კრისტალზე დაფუძნებული ლაზერული ტექნოლოგიები. რუბი ლაზერი მისი წყალობით ცოცხალია და არასდროს ყოფილა ასეთი შთამბეჭდავი. სხვა მსგავს ლაზერებთან შედარებით, მე საშუალება მაქვს ჩავატარო ოთჯერ უფრო სწრაფი მანიპულაცია. მჭიდება მხოლოდ რამოდენიმე სეანსი ტატუს ეფექტურად მოსაცილებლად.

მიჩელ გოლდმანი, მედიცინის დოქტორი, სან დიეგო, აშშ

SINON II-ი არის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია ლალის კრისტალზე დაფუძნებულ ლაზერებს შორის. ის არის ძალზედ საიმედო სისტემა. სხვა რუბი ლაზერებთან შედარებით, პროცედურა არის გაცილებით სწრაფი, ეფექტური და მაქსიმალურად უმტკივნეულო.

კლინიკური სურათები

გსურთ დაიწყოთ ბიზნესი
ესთეტიკის სფეროში 0,00 ინვესტიციით?
ჩვენი ექსპერტები ყველა კითხვაზე გიპასუხებენ