Soprano Titanium Logo

ულტრათანამედროვე | საოცრად მაღალტექნოლოგიური | ყველაზე ინოვაციური!

ახალი ხედვა ლაზერულ ეპილაციაში!

წარმოგიდგენთ SOPRANO TITANIUM-ს. ინოვაციას ლაზერული ეპილაციის სფეროში. იგი აერთიანებს ფუნქციონალურ შესაძლებლობებს განუმეორებელ კომფორტთან. 4სმ2 დაფარვის არეალით, გაზრდილი სიმძლავრით და მოწინავე გამაგრილებელი სისტემის მეშვეობით, ის მოქმედებს გაცილებით სწრაფად და უმტკივნეულოდ.  პაციენტებს და სპეციალისტებს კი სთავაზობს არსებითად გაუმჯობესებულ გადაწყეტილებას.

SOPRANO TITANIUM-ი ახდენს სამი მძლავრი ლაზერული ტალღის (ალექსანდრიტი | დიოდი | ნეოდიუმი) კომბინაციას, შედეგად პაციენტებს სთავაზობს სამივე სხივის შედეგს ერთ პროცედურაში.  თანამედროვე, ბიზნესზე ორიენტირებული მიდგომით, ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ და შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულიად შეცვლის არსებულ ხედვას ლაზერული ეპილაციის სამყაროში!

ნახეთ როგორ შევქმენით საუკეთესო ლაზერული ეპილაციის დანადგარი!

რატომ SOPRANO TITANIUM?

3D და 40%-ით უფრო სწრაფი  

გამორჩეულად გაზრდილი დაფარვის არეალი.

ALMA-ს ახალი, ექსკლუზიური ბუნიკი უდაოდ ღირებული აქტივია ნებისმიერი კლინიკისთვის. განსაკუთრებულად დიდი ზომის 4სმ2 თავაკი, ინტეგრირებულია ინოვაციურ სამ სხივოვან ტექნოლოგიასთან. ამასთან, ALMA-ს ყველა ის აუცილებელი სტანდარტი, უსაფრთხოების, უმტკივნეულობის და მაღალი შედეგიანობის გათვალისწინებით შენარჩუნებულია! Quatro-ს საშუალებით ლაზერული ეპილაცია გახდა გაცილებით სწრაფი, მეტად ეფექტური და კომფორტული როგორც სპეციალისტისთვის ასევე პაციენტებისთვისაც!

ICE PlusTM

უწყვეტი კონტაქტური გაგრილება.

ICE Plus არის თანამედროვე, მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აგრილებს კანს და უზრუნველყოფს ტემპერატურის კონტროლს მთელი პროცედურის მანძილზე. ცივი საფირის ზედაპირი ამცირებს ეპიდერმული დაზიანების რისკებს, შესაბამისი სითბური ეფექტის შენარჩუნებით სამიზნე ქსოვილებზე. ტემპერატურა კონტროლდება და მუშაობს უწყვეტ რეჟიმში, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს პროცედურის შედეგიანობას. პაციენტებს, ახლა უკვე შეუძლიათ ისარგებლონ სრულიად უმტკივნეულო, სწრაფი და კომფორტული მკურნალობის სეანსით მთელი პროცედურის მანძილზე.

ორმაგი შესაერთებელი

მეტი მოქნილობა, გაუმჯობესებული ერგონომიკა!

Soprano Titanium წარმოადგენს პირველ ვერსიას Soprano-ს ხაზის ლაზერული ეპილაციის დანადგარებში, რომელიც აღჭურვილია ორი კონექტორით. ეს საშუალებას გაძლევთ ერთდროულად შეაერთოთ ორი სხვადასხვა ბუნიკი, რაც უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას სამუშაო პროცესში,  ვინაიდან თქვენ არ დახარჯავთ დამატებით დროს ბუნიკების გადაერთებისას.

Smart Clinic

მართე შენი კლინიკა ეფექტურად!

მაქსიმალურად გაზრდილი შესაძლებლობები.

„Smart Clinic“ არის პირველი, Cloud სისტემაზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარების ხელსაწყო, რომელიც გთავაზობთ უწყვეტ წვდომას მონაცემებთან აპლიკაციის და ონლაინ პლატფორმის საშუალებით. ის უზრუნველყოფს მართვის უკეთეს პირობებს - პლატფორმის, აპლიკატორების და პროდუქტიულობის სტატუსის რეალურ დროში მარტივად და ჰარმონიულად ასახვის გზით. იგი საშუალებას გაძლევთ წვდომა გქონდეთ მონაცემებთან და მოაწესრიგოთ ისინი დროის დაკარგვის გარეშე. „Smart Clinic“ უზრუნველყოფს მონაცემების

სინერგიული ტექნოლოგიები საუკეთესო შედეგების მისაღწევად

TRIO - სამი სხივის კომბინაცია

Soprano Titanium აერთიანებს სამ ყველაზე ეფექტურ ლაზერულ სხივს (ალექსანდრიტი |  დიოდი | ნეოდიუმი) ერთ უნივერსალურ ბუნიკში, თმის მოშორების პრინციპი დაფუძნებულია თმის ანატომიის მაქსიმალური გათვალისწინებით. მოცემული 3 მძლავრი ლაზერული სხივი ერთდროულად ზემოქმედებს თმის ფოლიკულაზე, შუა წანაზარდსა და ფოლიკულის დვრილზე. ამის შედეგად პროცედურის შედეგიანობა საგრძნობლად მატულობს.

ამასთან ერთად რევოლუციური სამუშაო პროტოკოლის SHR In-MotionTM და ეფექტური ICEPlusTM გაგრილების სისტემის წყალობით, პროცედურა არის მეტად უსაფრთხო და კომფორტული.

ალექსანდრიტი 755ნმ

ალექსანდრიტის ლაზერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლაზერული ეპილაციის მეთოდია, მისი ტალღის სიგრძე 755 ნანომეტრია. ალექსანდრისტის ლაზერისთვის აბსორბმენტი (ენერგიის მიმღები) არის პიგმენტი მელანინი და სისხლის უჯრედები (ერითროციტები)

ალექსანდრიტის ლაზერის თმაზე მოქმედების პრინციპი შემდეგია - ალექსანდრიტის ლაზერის მიერ გენერირებული სხივი შთაინთქმება, თმის ღერში არსებული პიგმენტ მელანინის მიერ და შლის მას.   სხივის ზემოქმედებისას არ უნდა მოხდეს კანის თერმული დაზიანება, რადგან პიგმენტ მელანინს კანიც შეიცავს. ამასთან, რაც უფრო მუქი ფერისაა კანი, მით მეტია მასში მელანისის შემცველობა და საჭიროებს უფრო დამზოგავი ენერგიით მუშაობას.  უსაფრთხო მუშაობას ხელს უწყობს გაგრილების სისტემა, მანიპულის შემხები ზედაპირი აუცილებლად დაფარული უნდა იყოს საფირის მინერალით(რომელსაც სითბოს შთანთქმის საშუალება აქვს) და იყინებოდეს 3-5 გრადუსამდე. სწორედ ამ გაგრილების სიტემის დამსახურებაა ის რომ, მუშაობის პროცესში კანის ტემპერატურა ადის მაქსიმუმ 20-25 გრადუსამდე, შესაბამისად პაციენტებს არანაირი დისკომფორტი არ აღენიშნებათ

ნებისმიერი სხვა ფირმის ალექსანდრიტის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია გარუჯულ ან მუქი ფერის კანზე, რადგან არსებობს დამწვრობის, ჰიპერ და ჰიპოპიგმენტაციების ან სხვა გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. რაც შეეხება ALMA-ს ექსკლუზიურ SHR In MotionTM ტექნოლოგიას, ეს არის ერთადერთი მეთოდი მსოფლიო ბაზარზე, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ალექსანდრიტის ლაზერით ვიმუშაოთ ყველა ტიპის კანზე ისე, რომ პაციენტმა არ მიიღოს დამწვრობა და პროცედურის დროს არ აღენიშნებოდეს დისკომფორტი.

დიოდი 810ნმ

ბოლო წლებში დიოდის ლაზერული ეპილაციის აპარატებმა დაიკავეს მოწინავე პოზიციები მსოფლიო დერმატო-კოსმეტოლოგიის ბაზარზე. დიოდის ლაზერის ტალღის სიგრძე არის 810 ნმ.

დიოდის ლაზერისთვის ერთადერთი აბსორბმენტი არის პიგმენტი.

ამ სხივის ენერგია შთაინთქმება თმის ღერის მიერ, ხოლო ფოლიკულში ჩაღწევისას, ფოლიკულის სტრუქტურა ირღვევა და რამოდენიმე ხნის შემდეგ თმა ცვივა. გასათვალისწინებელია, რომ ლაზერის ზემოქმედება ვრცელდება მხოლოდ აქტიურ, მზარდი (ანაგენის ფაზა) თმის ღერის ფოლიკულებზე, რომელთა რაოდენობაც სხეულზე დაახლოებით 30%-მდეა.

დიოდის ლაზერისთვის იდეალური სამიზნეა მუქი პიგმენტირებული თმა.

ნეოდიუმი 1064ნმ

ნეოდიუმის ლაზერის (Nd:Yag) ტალღის სიგრძეა 1064 ნმ.

მისთვის აბსორბმენტი არის წყლის მოლეკულა, შესაბამისად ხდება ლაზერული სხივის სიღრმისეული შეღწევადობა.

მოქმედების მექანიზმიც რადიკალურად განსხვავებულია: სხივი მოქმედებს თმის ბოლქვის მკვებავ კაპილარზე და იწვევს მის დახურვას, სკლეროზს, თმის ძირი კვდება და ცილდება კანს.

ნეოდიუმის სხივი კანის ყველაზე ღრმა ფენებამდე აღწევს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან  უხეში თმის ბოლქვი ხშირად სწორედ ამ სიღრმეშია განლაგებული (4მმ 5მმ სიღრმემდე), ამიტომ მხოლოდ ამ ტიპის ლაზერს შეუძლია მსავსი ტიპის თმისგან განთავისუფლება.

ნეოდიუმის ლაზერის გამოყენება რეკომენდირებულია მუქი - კავკასიური ტიპის კანის, ასევე გარუჯული კანის შემთხვევაში, რადგან იგი არ მოქმედებს მელანინზე და არ გამოიწვევს დამწვრობას.

მისი საშუალებით შესაძლებელია ქერა და უპიგმენტო თმის  მოშორება: რადგანაც მას არ ესაჭიროება თმაში მელანინის არსებობა.

არ იწვევს დამწვრობას, რადგან შეღწევადობა სხვა ლაზერებისგან განსხვავებით შედარებით დაბალია.

TRIO - სამი სხივის კომბინაცია

QUATTRO ბუნიკთან შედარებით მომცრო ზომის თავაკი, 2სმ2 დაფარვის არეალით, უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგების მიღებას სხვადასხვა კლინიკურ შემთხვევაში. ის ერთდროულად მოქმედებს სხვადასხვა ქსოვილების დონეზე და ეფექტურად აზიანებს თმის ანატომიურ სტრუქტურებს.

SHRTM (Super Hair Removal)

ეს არის მსოფლიო ბრენდ ALMA-ს ექსკლუზიური, დაპატენტებული ტექნოლოგია. აღნიშნული მეთოდი ფართოდ ცნობილია ბაზარზე, როგორც ყველაზე სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო ლაზერული ეპილაციის მეთოდი.

SHRTM მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია კანქვეშ სითბოს თანდათანობით გადაცემაზე, იმ დონემდე სანამ ტემპერატურა ეფექტურად არ დააზიანებს თმის ფოლიკულას და ხელს შეუშლის მის ხელახალ ზრდას. ამასთან ერთად, აღნიშნული მეთოდი არის ერთადერთი გამოსავალი გარემომცველი ქსოვილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. მოკლე იმპულსების მაღალი სიხშირით გამოტყორცნა, უზრუნველყოფს სხივის მაღალ შეღწევადობას კანქვეშ, მაღალი თანაბარი სიმძლავრის მიღებას და სითბოს ყველაზე ეფექტურ აკუმულირებას კანქვეშ

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Titanium-ის ვებ გვერდს!

WWW.SOPRANOTITANIUM.GE

რას ამბობენ ექსპერტები Titanium-ის შესახებ?

უაღრესად მოხარული ვარ იმ შედეგებით, რომელთა მიღწევაც შემიძლია "Soprano Titanium-ის" საშუალებით. მაღალეფექტურობის და უსაფრთხოების გარდა, რაც პროცედურის უმთავრეს კომპონენტს წარმაოდგენს, მას აქვს დამატებითი დადებითი მახასიათებლები, როგორიცაა "Smart Clinic" მონაცემთა ბაზა და უნიკალური "Quattro" ბუნიკი, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილ ყველა სხვა სისტემასთან შედარებით - საუკეთესოა.

დოქტორი პაბლო ნარანხო, მედიცინის დოქტორი, MD, PhD Elite Laser Clinic & Laser unit at NISA Hospital, მადრიდი, ესპანეთი

გსურთ დაიწყოთ ბიზნესი
ესთეტიკის სფეროში 0,00 ინვესტიციით?
ჩვენი ექსპერტები ყველა კითხვაზე გიპასუხებენ